დღეს, 27 სექტემბერს ცნობილი პოპ-შემსრულებელი ვერა ბრეჟნევა ჩაატარებს კონცერტს თბილისის სამორინეში „შანგრი ლა". კონცერტი ჩატარდება სამორინეს მთავარი დარბაზის სცენაზე და სამორინეს სტუმრებისათვის ის ფაქტიურად უფასო იქნება, ვინაიდან შესვლის წესები ითვალისწინებენ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სათამაშო ფიშკების შეძენას.
„შანგრი ლა"-ს სამორინეების ქსელისათვის კულტურული ღონისძიებების ორგანიზება - ეს ტრადიციაა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ მოსკოვში პირველი სამორინეს გახსნიდან. სტუმრების გართობის ორგანიზებაში „შანგრი ლა"-ს საერთაშორისო დონის განმსაზღვრელ განმასხვავებელ ფაქტორს წარმოადგენს ისეთი დამატებითი გართობების მაქსიმალური სპექტრის წარმოადგენა, რომლებიც არ არის დაკავშირებული აზარტთან. თბილისში ისეთი დონის ვარსკვლავის გამოსვლა, როგორიცაა ვერა ბრეჟნევა, უდაოდ ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა გახდება არა მხოლოს ადგილობრივი გასართობი სფეროსათვის, არამედ მთლიანად ქალაქისათვის.
ვერა ბრეჟნევა - ნიჭიერი მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი, რამოდენიმე მუსიკალური პრემიის და ფესტივალის ლაურეატია. მისი სიმღერები არაერთხელ იკავებდნენ რუსეთის და უკრაინის ჰიტ-პარადების პირველ ადგილებს, ხოლო თავად ვერა ბრეჟნევა პოპულარული გამომცემლობების მიერ აღიარებულია რუსეთის ყველაზე სექსუალურ ქალად და უკრაინის ყველაზე ლამაზ ქალად. მისმა ჰიტებმა „Любовь спасет мир" და „Реальная жизнь" დაიპყრეს პოპ-მუსიკის მოყვარულთა გულები პირველივე ეთერების შემდეგ.
კონცერტი ჩატარდება 22:00 საათზე სამორინეში „შანგრი ლა", მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ერეკლე II ქუჩა, სახლი 2.
სამორინე „შანგრი ლა"-ს სტუმრებს შეუძლიათ წინასწარ დაჯავშნონ კონცერტის დასწრების შესაძლებლობა, ამისათვის უნდა მიმართონ რეცეპშენის თანამშრომლებს ტელეფონის ნომერზე: +995 322 200 701. www.shangrila.ge
სამორინე „შანგრი ლა"-ს პირველად სტუმრობისას საჭიროა ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.