საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხვალ, 27 სექტემბერს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის პროფესიული დასის დაარსებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
"ქართული საზოგადოება ყალიბდება აქ" - ამ სლოგანით ქუთაისის თეატრის დიდ სცენაზე საიუბილეო თარიღისადმი სპეციალურად შექმნილი თეატრალური კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციასთან და თეატრში არსებულ ვითარებას გაეცნობა. მიხეილ გორგაძე ასევე დაათვალიერებს თეატრის ფოიეში მოწყობილ გამოფენას და საზეიმოდ გახსნის კოტე მესხის სახელობის ლოჟას.
მასალის გამოყენების პირობები