მოსკოვში, „ერმიტაჟის ბაღში" ოთხ ოქტომბერს „თბილისობის" დღესასწაული გაიმართება. ერთი დღით ბაღი მზიურ საქართველოდ გადაიქცევა: პროგრამაშია ქართული და რუსული სცენების ცნობილ ოსტატთა კონცერტი თამარ გვერდწითელის, სოსო პავლიაშვილის, ირაკლი ფირცხალავას, ლელა წურწუმიას, ნინო ჩხაიძის და სხვების მონაწილეობით.
„მოსკოვურ თბილისობაზე" ნაჩვენები იქნება ქართული კერძების მომზადების მასტერ-კლასი, მოხდება ლიმონათებისა და მინერალური წყლების დეგუსტაცია, გაიმართება ქართული პროდუქციის ბაზრობა, ფოტოგამოფენა და ქართველ მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიცია.
„თბილისობაზე" ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა თვითონ მიიღოს მონაწილეობა ყურძნის დაწურვაში, სურათების გადაიღოს ქართული ეპოსის გმირებთან.
ღონისძიების ორგანიზატორია „რუსეთის ქართველთა კავშირი" მოსკოვის მთავრობის მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები