ევროკავშირში აცხადებენ, რომ არ აპირებენ უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. განცხადება ამის შესახებ დღეს ევროკომისიის სპიკერმა პია ჰანსენმა გააკეთა.
„ევროკავშირის პოზიციიდან ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ საჭიროებას შეთანხმებაში ცვლილებების შეტანისა უკრაინასთან მიმართებაში. ის არის თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა იმისათვის, რომ თავად გააკეთოს არჩევანი თავისი ინტერესების შესაბამისად საგარეო ურთიერთობებში",_ განაცხადა მან.
მისივე თქმით, უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება არის ორმხრივი დოკუმენტი და მხოლოდ ამ საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, შეიტანონ თუ არა მომავალში ცვლილება მასში.
შგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მაინუელ ბაროზუს წერილი მისწერა, რომელშიც მას მოსთხოვა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების სავაჭრო ნაწილის გადავადების დრო გამოყენებულ იქნეს დოკუმენტის ტექსტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად.