ბრიუსელმა შესაძლოა გადახედოს ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობებს თუ  ამას კიევი მოისურვებს. განცხადება ამის შესახებ „The Wall Street Journal"-ისათვის მიცემულ კომენტარში ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუულ ბაროზუმ გააკეთა. 
„მიმაჩნია, რომ ყველა მხარის ინტერესებშია, რომ  ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავოთ. ჩვენ ვართ ღია, კონსტრუქციული და პრაგმატული", _ განაცხადა ბაროზუმ. 
მან ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმეორე განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ამას უკრაინა მოითხოვს. 
„თუ უკრაინელებს ჩვენთან გარკვეული საკითხების განხილვა მოუნდებათ, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ",_ განაცხადა ბაროზუმ. 
შეგახსენებთ, რომ ევრპკავშორმა და კიევმა მოსკოვის ზეწოლით ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის რეალიზაცია 15 თვით გადადეს.