რუსეთის დუმამ რუსეთის მიერ ბელორუსთან და ყაზახეთთან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
თავად ბელორუსისა და ყაზახეთის პარლამენტები ამ შეთანხმების რატიფიცირების საკითხს ოქტომბრის პირველ რიცხვებში განიხილავენ. ეს განცხადება ახლახანს რუსეთის დუმს ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუვცკიმ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ასტანა შესაძლოა შეთანხმებიდან ისე გამოვიდეს, რომ მისი რატიფიცირებაც კი არ მოახდინოს თუ რუსეთი უკრაინის მიმართ თავისი ახლანდელი პოლიტიკის წარმოებას გააგრძელებს.
„ასტანა არასოდეს არ იქნება იმ ორგანიზაციის შემადგენლობაში რომელიც ყაზახეთის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის",_ განაცხადა ნაზარბაევმა.
მასალის გამოყენების პირობები