26 სექტემბერს, 12:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრი მიხიელ გიორგაძე ლატვიელ კოლეგა დაცე მელბარდეს უმასპინძლებს. შეხვედრისას მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ.
24-27 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ლატვიის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობს, რომელსაც კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე ხელმძღვანელობს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან.
მასალის გამოყენების პირობები