თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სანდოძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე დაცვის მხარე ლევან ჩაჩუასთვის არასაპატიმრო აღმკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით არის დაკავებული ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია.