დღეს, , 25 სექტემბერს, 19:00 საათზე, კუს ტბაზე კაფეში "სანაპირო" ევროპის კულტურის კვირეულს გახსნის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.
ევროპის კულტურის კვირეულს ოფიციალურად გახსნის მარტინა ქუიქი შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში. გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართება შვედური
ელექტრონული პოპ-არტ ჯგუფის - Tikkle Me - კონცერტი.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული - 2014" ტარდება ევროპული კულტურის წარმოჩენის მიზნით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული" კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები, გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.
„ევროპის კულტურის კვირეული - 2014" ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის -„ერთად შევეგებოთ ევროპას - 3" ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კომპანია „ექშენ გლობალ ქომუნიქეიშენს".
„ევროპის კულტურის კვირეული - 2014"-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის, ქუთაისისა და ფოთის მერიები, „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში", შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში, „გოეთეს ინსტიტუტი",„საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი" და სასტუმრო „ამბასადორი".