26 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ მოგზაურობის დროს გადაღებული პორტრეტები, ყოველდღიური ყოფის ამსახველი სიუჟეტები, ქალაქების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა. გარდა ფოტოებისა ექსპონირებულ იქნება ავტორის პირადი ფოტოაპარატები და ფოტო-ალბომები.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია ჩვენამდე სრულად მოღწეული იშვიათი ფოტოკოლექციათაგანია, რაც მას ისტორიულ და ესთეტიურ ღირებულებას მატებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში, სახელოვანი ფოტოგრაფის, 25819 ცალკეული ანაბეჭდი, 15536 მინის ნეგატივი, 27655 სტერეოსკოპიული სურათი და 119 ფოტოალბომია დაცული. ამ უნიკალური კოლეციის რესტავრაცია, კონსერვაცია და ინვენტარიზაცია, 1999-2010 წლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიდერლანდების ფოტომუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდ ჰორიზონტი გახლდათ.
უნიკალური კოლექციის ნაწილი მიმდინარე წლის ივლისში გამოფენილი იყო ნიდერლანდების ფოტომუზეუმში, აგვისტოში კი უმასპინძლა ბერლინის სახელმწიფო სამუზეუმო გაერთიანებამ (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში).
გამოფენა გარგძელდება 18 ოქტომბრის ჩათვლით.