უკრაინელ მფრინავ ტყვე ქალს ნადეჟდა სავჩენკოს მოსკოვში ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელზე ვლადიმერ მარკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს ნადეჟდა სავჩენკოს რომელიც რუსი ჟურნალისტებნის
მკვლელობაშია ბრალდებული ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა, რომელიც მოსკოვში ჩატარდება",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ნადეჟდა სავჩენკო ვორონეჟის იზოლატორიდან წაიყვანეს. ამ მომენტისათვის სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა არ იცის თუ სად არის ნადეჟდა. დაცვის მხარე გამოძიებიდან ოფიციალურ შეტყობინებას ელის ნადეჟდა სავჩენკოს ადგილმდებარეობის შესახებ.