ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით საქართველოს რეგიონებში და თბილისში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია "რუსთავი 2".
მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის დროს თბილისში გამოკითხულთა 83% და საქართველოს რეგიონებში 85% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი რეიტინგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს აქვს, მეორე ადგილზე ტელეკომპანია "იმედია" რეგინებში - 86%-თ და თბილისში - 79%-თ,
ამასთან, კვლევის შედეგები სხვა ტელეკომპანიებზე შემდეგნაირად გადანაწილდა - პირველი არხი - რეგიონებში 46%, თბილისში - 30%, "აჭარა" - რეგიონებში 14%, თბილისში - 6%, "კავკასია" - თბილისში - 28%, რეგიონებში - 4%, რეგიონალური ტელეკომპანიები - რეგიონებში - 0.6%, თბილისში - 11%, "მზე" - რეგიონებში 4%, თბილისში - 9%, "მაესტრო" - რეგიონებში 0.5%, თბილისში - 15%, "მეორე არხი" - თბილისში - 4%, რეგიონებში - 2%, "რიალთV" - თბილისში - 6%, რეგინებში - 0.8%, "რეგიონ თV" - თბილისი - 4% და რეგინებში - 1%.
კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე; აქედან - 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800 - დედაქალაქში.