27 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კორეის საელჩო და კორეის ფონდი, საქართველოში უმასპინძლებს The Performers "Fly Up" გალა კონცერტს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კორეის საელჩოდან აცნობეს, საქართველოში ოცდაოთხი შემსრულებელი და პერსონალი ჩამოვა.
„შემსრულებლები „უსიტყვოდ"-თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ცეკვის მეშვეობით. გადმოგვცენ „ჯონათან ლივინგსტონ სიგალის" ამბავს, რომლის ავტორია რიჩარდ ბახი. კონცერტი აგებულია გალა წარმოდგენის ფორმით, რომელშიაც მთავარი შემსრულებლები ყველაზე დახვეწილი ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეები არიან, და ეს ხდება ტრადიციული კორეული მუსიკის თანხლებით - აცხადებენ საელჩოში.
წარმოდგენის მასპინძელია კორეის ელჩი საქართველოში ჩვე სოგ-ინ, რომლის რეზიდენცია ბაქოშია.
„ეს ღონისძიება ტარდება კორეის საელჩოს ძალისხმევით, რაც ემსახურება საქართველოსა და კორეას შორის კულტურული გაცვლების შემდგომ გაძლიერებას მომავალში. ა/წ/ივლისში ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი" მოწვეული იყო კორეის რესპუბლიკაში , და დიდი წარმატებით ჩაატარა კონცერტები სეულსა და ჩონგსონში", - აცხადებენ საელჩოში.
წარმოდგენაზე დასწრება უფასოა.