ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% თვლის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს რუსეთი უშლის.
სოციოლოგიური კვლევის დროს კითხვაზე - რა არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელის შემშლელი ფაქტორი?
2010 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების შეფერხების მთავარი მიზეზი რუსეთია, მოუგვარებელი კონფლიქტები - 34%, არაეფექტური რეფორმები - 12%, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება - 2%, სხვა - 2%, მიჭირს პასუხის გაცემა - 16%.
2009 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ხელის შემშლელად გამოკითხულთა 36% კვალავ რუსეთ მიიჩნევდა, მოუგვარებელი კონფლიქტები - 35%, არაეფექტური რეფორმები - 7%, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება - 5%, სხვა - 2%, მიჭირს პასუხის გაცემა - 13%.
2008 წლის მონაცემებით კი, რუსეთი - 38%, მოუგვარებელი კონფლიქტები - 39%, არაეფექტური რეფორმები - 9%, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება - 4%, სხვა - 2%, მიჭირს პასუხის გაცემა - 9%.