რუსეთი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისათვის მეოთხე ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად ემზადება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ სტეპანოვმა გააკეთა.
„ჩვენ ახლა ვაგროვებთ მეოთხე ჰუმანიტარულ ტვირთს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. გროვდება ჰუმანიტარული დახმარება და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით გადაწყდება თუ როდის და როგორ გაიგზავნება დახმარება",_ განაცხადა სტეპანოვმა და აღნიშნა, რომ ეს ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთი იმის გათვალისწინებით შეგროვდება, რომ ზამთარი მოდის.
შეგახსენებთ, რომ პირველი რუსული ე.წ. ჰუმანიტარული კოლონა ლუგანსკში 22 აგვისტოს გაიგზავნა. მეორე ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთი ასევე ლუგანსკში 13 სექტემბერს ჩავიდა. მესამე ე.წ. დახმარება კი დონეცკში 20 სექტემბერს ჩაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები