ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% თვლის, რომ საქართველო ნატოს წევრი 2014 წელს შემდეგ გახდება.
საქართველო როდის გახდება ნატოს წევრი ქვეყნა?
გამოკითხულთა 14% მიიჩნევს, რომ ეს 2014 წლის შემდეგ მოხდება, არასდროს - 13%, 2012 წელს - 11%, 2010 წელს - 2%, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემაზე თავი უმრავლესობამ - 60%-მა შეიკავა.
ამასთან, 2009 წლის ოქტომბერში, გამოკითხულთა 26% თვლიდა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე 2012 წელს გაწევრიანდებოდა, 2010 წელის - 11%, არასდროს - 7% და მიჭირს - 55%. 2009 წლის ივნისის მონაცემებით, ნატოში შესვლის თარიღად 21% 2012 წელს, 2010 წელი - 9%, არასდროს - 16% და მიჭირს პასუხის გაცემა - 53%. ამავე წლის მარტის მონაცემებით, კი გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა - 2012 წელი - 21%, 2010 წელი - 13%, არასდროს - 11% და მიჭირს პასუხის გაცემა - 51%.
ამავე კითხვაზე 2008 წლის, სექტემბრის მონაცემებით კი, გამოკითხულთა 39%მიაჩნდა, რომ საქართველო ნატოს წევრი 2010 წელს გახდებოდა, 2012 წელს - 8%, არასდროს - 3% და მიჭირს პასუხის გაცემა 28%.
კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე; აქედან - 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800 - დედაქალაქში.