რუსეთში კანონპროექტის გამო, რომელიც უცხო ქვეყნის აქციონერთა 20 % ზღუდავს და უკრძალავს უცხოელებს მედიაში დამფუძნებლები იყვნენ დაიხურება გაზეთი „ვედომოსტი" და სხვა მსხვილი გამოცემები, ისეთები როგორებიცაა: „Cosmopolitan", „Maxim", „Harper's Bazaar", „Esqure" და სხვები. ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა სოციალურ ქველ ფეისბუკის თავის გვერდზე დაწერა.
„პუტინის დებილებმა რუსეთის საიკეთესო ბიზნეს-გამოცემების დახურვა გადაწყვიტეს - გაზეთ „ვედომოსტის" და მასთან ერთად „Cosmopolitan"-ის , „Maxim"-ის, „Harper's Bazaar"-ის, „Esqure"-ის და სხვების. ახლა უკვე უცხოელ ინვესტორებს მედიაში 20 % -ზე მეტი წილის ქონის უფლება არ ექნებათ. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა მთელმა დუმამ- „ედიანაია როსიადან" კომუნისტებამდე. წინააღმდეგ მხოლოდ ერთი -გუდკოვი წავიდა",_ განაცხადა ნემცოვმა.
ნემცოვი სმავს კითხვას: „საიდან მიიღებენ ამიერიდან კრემლის მესვეურები ნამდვილ, ინფორმაციას ეკონომიკაში არსებულ სიტუაციაზე? ნუთუ კისილიოვისაგან და სოლოვიევისაგან?".
„ამ კანონპროექტის გამო რუსეთში რამდენიმე ათასი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს",_ მიიჩნევს მედიაჰოლდინგ „Sanoma Independent Media"-ს (შედის ფინურ მედიაჰოლდინგში „Sanoma"-ში და რუსეთში ფლობს წილებს გაზეთში „ვედომოსტი" და ჟურნალებში Cosmopolitan"-ის , „Maxim"-ის, „Harper's Bazaar"-ის, „Esqure" და სხვ) ხელმძღვანელი ჟან ემმანუილ დე ვიტი.
„რამდენიმე ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს მედიასა და დისტრიბუციის სფეროში. ამას გარდა, ბრენდების ნაწილი შესაძლოა რუსეთიდან წავიდეს, ვინაიდან საერთაშორისო გამოცემებში პოლიტიკას როგორც წესი ბრენდის მფლობელი განსაზღვრავს.
მთლიანობაში მე ვერ ვხედავ ამ კანონპროექტის აზრს, იმიტომ, რომ ის უპირველეს ყოვლისა პრიალა ჟურნალებს „ბურდა"-ს, "Bauer Media"-ს, „Conde Nast"-სა და სხვებს ურტყამს",_ განაცხადა ვიტმა.