რუსული აგრესიით გამოწვეული სიტუაცია უკრაინაში იქნება პრიორიტეული საკითხი იენს სტოლტენბერგის სიტყვით გამოსვლაში, რომელიც 1 ოქტომბერს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. განცხადება ამის შესახებ მან ნორვეგიის ტელეგრაფის ბიუროსთან გააკეთა.
„უკრაინაში არსებული სიტუაციის სერიოზულობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოთა საზღვრების შეცვლისათვის სამხედრო ძალა გამოიყენება. უკრაინა ნატოს პარტნიორია და გარდა ამისა ის ნატოს წევრ-სახელმწიფოებს ესაზღვრება",_ განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ძველ ფორმატში დაბრუნება არ განიხილება.
„ძველ ფორმატში დაბრუნება ვარიანტად არ განიხილება. რუსეთის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უფრო აგრესიული ხაზის გატარების შესახებ. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია, როგორც ადრე იმედი გვქონდა რუსეთთან პარტნიორობის გამყარება. ნორვეგიის მაგალითი, როგორც ნატოს წევრი ქვეყნისა რომელიც თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზირებას ახდენს აჩვენებს, რომ ძალა და სიმტკიცე - აუცილებელი პირობებია რუსეთთან დიალოგის წარმოებისათვის",_ აცხადებს სტოლტენბერგი.