ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% თვლის, რომ საქართველომ ნატოსა და ევროკავშირს შორის არჩევანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე უნდა გააკეთოს.
კითხვაზე - რაზე უნდა გაკეთოს არჩევანი საქართველომ ნატოში თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე?
გამოკითხულთა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებს 34% უჭერს მხარს, ევროკავშირში - 26%, ორივე - 18 და კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი 22% შეიკავა.
ამასთან, 2009 წლის ოქტომბერში, ნატოსა და ევროკავშირს შორის არჩევანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე 38%, ევროკავშირზე - 22%, ორივე - 21% და მიჭირს პასუხის გაცემა - 19%, ასევე ამავე წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ნატო - 28%, ევროკავშირი - 33%, ორივე - 20% და მიჭირს პასუხის გაცემა - 19%, ხოლო 2009 წლის პირველ ნახევარში, კერძოდ კი მარტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნატოს 45%, ევროკავშირს 25%, ორივე - 21% უჭერდა მხარს, ხოლო პასუხის გაცემისგან თავი 17% შეიკავა.
ამავე კითხვაზე 2008 წლის, სექტემბრის მონაცემებით კი, გამოკითხულთა ნატოს მხარს 45%, ევროკავშირში გაწევრიანებას 25% და ორივე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას კი 21% უჭერდა მხარს. პასუხის გაცემისგან თავი 9% შეიკავა.