დღეს, 24 სექტემბერს, 15: 00 საათზე, ოპერის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში მდებარეობს, გაიმართება ოპერის დასის საერთო კრება.
დასი კრებაზე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების და მისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ საკითხს დააყენებს. კრებაზე განხილული იქნება ოპერის თაეტრში შექმნილის პრობლემები.
სამსახურიდან ოპერის რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების, სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შეუსრულებელი დაპირებების და სხვა უკანონო გადაწყვეტილებების გამო, დასს პრეტენზიები აქვს მის მიერვე, მიმდინარე წლის აპრილში არჩეულ სამხატვრო ხელმძღვანელთან დავით კინწურაშვილთან.
გარდა ამისა, დასის წევრები ოპერის თეატრში შექმნილი, არაჯანსაღი სამუშაო პირობებისა და პრობლემების შესახებ დღეს კულტურის სამინისტროში განცხადებასაც შეიტანენ, რომელშიც თაეტრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს ორკესტრის თანამშრომლებზე ზეწოლაში, დაშინების მცდელობასა და შანტაჟში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები