პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში ნატოს მასშტაბური წვრთნა დაიწყო. წვრთნში ნატოს ცხრა ქვეყანა მონაწილეობს. „DW"-ს ინფორმაციით, სწავლებაში 12,5 ათასი სამხედრო მონაწილეობს.
სწავლების სახელწოდებაა „ანაკონდა" და ის 3 ოქტომბრამდე გრძელდება.
სამხედრო სწავლების მიზანი ჯარის სწრაფი დისლოკაციაა საგანგებო შემთხვევაში.
ეს წვრთნები 2006 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.