დღეს, 24 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.
პროცესს ბრალდებული თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც დაესწრება.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. ამასთან დაიკითხებიან ბრალდების მოწმეებიც.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება გიგი უგულავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ,,თბილისის განვითარების ფონდიდან" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება.