დღეს, 24 სექტემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინა დიანა ვიშნევა ბეჟარის ლეგენდარულ "ბოლეროს" შეასრულებს.
"ბეჟარის ბალეტი" საქართველოს ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად ეწვია.
საღამოს პროგრამაში ბეჟარის კიდევ ერთი ბალეტი იქნება წარმოდგენილი - "ის, რასაც სიყვარული მოგვითხრობს", რომელშიც ვიშნევა ასევე მთავარ პარტიას იცეკვებს.
ტრადიციულად, საღამოს დასასრულს ფონდი "იავნანა" რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლების გასაღებს გადასცემს.
მასალის გამოყენების პირობები