ისლამისტებმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელეს, რომელზეც გატაცებული ბრიტანელი ჟურნალისტია აღბეჭდილი.
ისევე, როგორც წინა ვიდეოში, რომელიც 1 კვირის წინ გავრცელდა, ჯონ კენტლი აცხადებს, რომ ის დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დახმარების გარეშე მიატოვა.
ვიდეოში ჟურნალისტი ყვება, რომ დასავლეთის ქვეყნები არ იყვნენ მზად და სათანადოდ ვერ შეაფასეს "ისლამური სახელმწიფოს" შესაძლებლობები.
რამდენიმე დღუის წინ „ისმალუსი სახელმწიფოს" ტერორისტებმა კიდევ ერთ ადამიანს მოკვეთეს თავი. მათი მსხვერპლი ბრიტანელი დევიდ ჰეინსი გახდა. ტერორისტებმა სოციალურ ქსელში თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა დაგმო „ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ მოკვეთეს თავი ბრიტანეთის მოქალაქეს, განვითარების ხელშემწყობ ორგანიზაციის თანამშრომელს დევიდ ჰეინსს.
„რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რისი ძალაც შეგვწევს, რათა დავადგინოთ მკვლელები და ვუზრუნველყოთ მათი სასამართლოს წინაშე წარსდგომა", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
„ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში ორი ამერიკელ ჟურნალისტს - ჯეიმს ფოულის და სტივენ სოტლოფს მოკვეთეს თავი. ისინი იმუქრებოდნენ, რომ თუ არ შეწყდებოდა მათი პოზიციების ავიადაბომვა, შემდეგ მსხვერპლი სწორედ დევიდ ჰეინსი იქნებოდა.
44 წლის დევიდ ჰეინსი სირიაში გასულ წელს გაიტაცეს.
დევიდ ჰენსს ორი შილი ჰყავს. იგი მუშაობდა ფრანგულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციში სირიელებისთვის დახმარების გასაწევად.