ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიჩნევს, რომ რეფორმები ეკონომიკის სფეროში უნდა განახორციელდეს.
კითხვაზე - რეფორმები რა სფეროში უნდა განხორციელდეს? გამოკითხულთა 39% ეკონომიკურ სფეროს მიიჩნევს, ჯანდაცვა - 21%, განათლების სისტემა - 11%, თავდაცვის სფერო - 9%, სასამართლო სისტემა - 6%, პენიტენციალური სისტემა - 2% და ადგილობრივი თვითმართველობა - 2%.
შეგახსენებთ, რომ კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IღI-სა და UშAID-ის დაფინანსებით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე; აქედან - 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800 - დედაქალაქში.