24 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (დარბაზი #36) მოსარჩელეების, კახა კოჟორიძის და დალი მამულაშვილის სარჩელზე სასამართლო სხდომა გაიმართება.
საქმეზე დავის საგანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც "RMG Gold"-მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმაშტაბიანი სამუშაობის წარმოების უფლება მიიღო.
მოსარჩელეების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
მასალის გამოყენების პირობები