აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 3.5 ათას გადააჭარბა, მალაიზიის თვითფრინავზე დაღუპულთა რაოდენობის ჩათვლით. ამის შესახებ გაეროს გენელარლური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებების საკითხში ივან შიმონოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, აპრილის შემდეგ უკრაინაში დაღუპულია 3543 ადამიანი.
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სდომაზე გამოსვლისას, შიმონოვიჩმა აღნიშნა, რომ ეს ციფრი ეყრდნობა დაღუპულთა შესახებ არსებულ უტყუარ - დადასტურებულ ინფორმაციას, მაშინ როდესაც რეალურად კონფლიქტის დროს დაღუპულთა დაოდენობა სავარაუდოდ ბევრად მეტია.
შიმონოვიჩის ინფორმაციაში, დასახელებულ ციფრში არის როოგოც დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა.