24 სექტემბერს, 18:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ლევან ხარატიშვილი, ასევე ლატვიის კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ლატვიელი მხატვრის იულიუს სტრაუმეს 140 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენასა და ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრებიან.
24-27 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ლატვიის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს, რომელსაც კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან. მიხეილ გიორგაძის მიწვევით დაცე მელბარდე ასევე დაესწრება ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ ლატვიის სახელმწიფო გუნდისა და ანსამბლ „დიდგორის" ერთობლივ კონცერტს.