რუსეთი ნოვოროსიისკის ბაზაზე წყალქვეშა გემების განთავსებას აპირებს, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებით იქნებიან აღჭურვილნი. ამ რაკეტების ფრენის მანძილი ა.5 ათასუ კილომეტრია. განცხადება ამის შესახებ შავი ზღვის ფლოტის მეთაურმა ალექსანდრე ვიტკომ რუსეთის პრეზიდენტთან ნოვოროსიისკში შეხვედრისას გააკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„წყალქვეშა ნავებს, რომელთა ბაზირების ადგილი აქ იქნება, აქვთ დიდი სიშორის ფრთოსანი რაკეტები და ბაზირების პუნქტებიდან წყალქვეშა გემების გასვლის დაფარულობა ნოვოროსიისკში ბევრჯერ იმაზე უფრო მაღალია ვიდრე სევასტოპოლში",_ განაცხადა ვიტკომ.
მისივე თქმით, ბაზირების ადგილზე შვიდი წყალქვეშა გემის განთავსება იგეგმება.