რუსეთის საგარეო უწყება, აშშ-ს ავიაციის მიერ სირიის დასავლეთ ნაწილში არსებულ ორგანიზაცია „ისლამისტური სახელწიფოს" პოზიციებზე საჰაერო იერიშის მიტანასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, რომ „საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის მცდელობები სხვა რეგიონების სუვერენიტეტეტის დარღვევის ხარჯზე, სიტუაციას კიდვე უფრო ძაბავს". განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვში არაერთგზის გაკეთებულა განცხადება იმის შესახებ, რომ ცალმხრივი ძალისმიერი სცენარების ინიციატორებს შედეგებზე მთელი საერთაშორისო -სამართლებრივი პასუხისმგებლობა ენიჭებათ.
რუსული მხარე აშშ-ს ახსენებს, რომ „მსგავსი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა გადაწყდეს და არა ფორმალური შეყტობინებებით.
რუსეთის მხარის პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში პრეზიდენტ პუტინის მიერ იყო გახმივანებული გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს",_ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.