24-27 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ლატვიის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს, რომელსაც კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და მინისტრის მოადგილეებთან.
მიხეილ გიორგაძის მიწვევით ლატვიის კულტურის მინისტრი დაესწრება ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ ლატვიის სახელმწიფო გუნდის კონცერტს. დაცე მელბარდე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ლატვიელი მხატვრის, ეთნოგრაფისა და პედაგოგის იულიუს სტრაუმეს დაბადებიდან 140 წლისთავისათვის მიძღვნილ გამოფენასაც დაათვალიერებს. ასევე დაგეგმილია სიღნაღსა და მცხეთის მონახულება.