აშშ-მ სირიის დასავლეთ ნაწილში არსებულ ორგანიზაცია „ისლამისტური სახელწიფოს" პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონის სპიკერმა ადმირალმა ჯონ კირბიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ოპერაციის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.
მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ბოევიკების პოზიციებზე დარტყმის მიტანის გადაწყვეტილება აშშ-ს არმიის სარდლობამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანხმობით მიიღო.
ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს იორდანიის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ყატარისა და გაერთიანებული არაბული საემიროების ძალებმა.
„France Press" ის ინფორმაციით, სირიის უფლებებისდამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 20 ბოევიკი. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ობიექტები ბოლომდე განადგურებულია.
მასალის გამოყენების პირობები