25 სექტემბერს, 15:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძის გამოფენა სახელწოდებით „VICTIMA - II" გაიხსნება.
გამოფენა VICTIMA, რაც ქართულად მსხვერპლს ნიშნავს, ომს, ოკუპაციასა და დევნილობის თემას ეხება და საქართველოში მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამიანების ყოფას ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებით მხატვარი გამოხატავს მის დამოკიდებულებას იმ მტკივნეული თემის მიმართ, რასაც საკუთარი სახლის, მიწა-წყლის დაკარგვა ჰქვია. ავტორი მხატვრობაში გადატანილი საკუთარი ემოციებით უამბობს დამთვალიერებელს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ რთულ ეტაპზე ნამუშევართა სამნაწილიანი ციკლით - VICTIMA (მსხვერპლი), PROFUGA (დევნა), LACRIMOSA (გლოვა) გააერთიანა, რომელიც გარკვეულწილად რექვიემადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი სერია მხატვრის 20-მდე ნამუშევარს შეადგენს. ეს გახლავთ სიმბოლურ-ალეგორიული ხატსახეები, რომელიც ერთ მეტაფორულ სახედ არის წარმოდგენილი და აგრეთვე , ხის 700 სახლი, რომელიც წეროვანში დევნილთა დასახლებაში ჩადგმული სახლების ზუსტი ანალოგია.