,,ნაცმოძრაობის" დეპუტატი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში იმ ადამაინებს ასახელებს ვინც თენგო ერისთავს უშუალოდ ჩაუდო სუბუტექსი.
,,პირადში მივიღე იმ ადამიანების სია, ვინც თენგო ერისთავს უშუალოდ ჩაუდო სუბუტექსი:გრიგოლ ხაჯალია (გიგიშა), გიორგი რუხაძე (ბაბულიკა), მიხეილ ბარამიძე გვენეტაძე (გვენე), ეს ხალხი ვინაა წარმოდგენა არ მაქვს.
შესაბამისად ინფორმაცია პირადად ჩემს მიერ გადამოწმებული არაა", _აცხადებს ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ დაკავებული თენგო ერისთავის ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებულს სამართალდამცავებმა ნარკოტიკი თავად ჩაუდეს. ახლობლების თქმით, დაკავება აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძის გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება.
ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ 30 წლის თენგო ერისთავის აყვანით გამოძიება დანაშაულზე დაკავებული გიორგი ოქროპირიძისთვის ბრალის შემსუბუქებას ცდილობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.