28 სექტემბერს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ოცდამეჩვიდმეტე თეატრალური სეზონი გაიხსნება.
თეატრი ტრადიციულად სეზონს მიხეილ თუმანიშვილის უკვდავი სპექტაკლით გახსნის "ბაკულას ღორები". რეჟისორმა სპექტაკლი დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გია აბესალაშვილი, მზია არაბული, პაატა ბარათაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, ზურაბ გეწაძე, გვანცა გურგენიშვილი, ნინო გაბრიაძე, ვანო თარხნიშვილი, გუგა კახიანი, ზაზა მიქაშავიძე, თემო ნატროშვილი, გიორგი როინიშვილი, ნინო ჩხეიძე და სხვა.