იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისათვის განკუთვნილი მიწვევა გააუქმა, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქვეყნის მონახულებას ითვალისწინებდა. პრემიერმა ეს ნაბიჯი უკრაინის მოვლენების გამო გადადგა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გადადების თხოვნით ტოკიოს ვაშინგტონმა მიმართა.
ასევე იაპონური მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იაპონიაში მაინც გაიმართება, თუმცა მოგვიანებით, 2015 წლის გახაფხულზე ან უფრო გვიან.
შეახსენებთ, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მიწვევა ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულზე გაუგზავნა. ზამთარში კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს მიწვევა მიიღო.