საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება.
პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვით განახლდება. ამასთან სხდომაზე დაცვის მხარის შვიდი მოწმის დაკითხვა იგეგმება.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულები უდანაშაულოები არიან და დაცვის მხარის მოწმეებიც სწორედ ამას დაადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს მომხდარ სპეცოპერაციას, რომელსაც სამი პირი ემსხვერპლა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან ბაჩო ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, მეგის და ლევან ქარდავები.