საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „ახლანდელ პირობებში" რუსეთისათის „მისტრალის" ტიპის გემების მიწოდება შეუძლებელია. ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ალექსანდრე ჯიორჯინიმ დღეს პარიზში გააკეთა.
„ყურადღებას ვამახვილებ, რომ „მისტრალის" მიწოდება ოქტომბრის ბოლოსათვის ახლანდელ პირობებში შეუძლებელია",_ განაცხადა დიპლომატმა.
მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესრულდება და მშვიდობიანი დარეგულირების პროცესი დასრულდება, გემები შესაძლოა რუსეთს გადაეცეს და კონტრაქტიც შესრულდეს.