დღეს, 23 სექტემბრიდან, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე - MoMA - ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქართული ფილმების ყველაზე მასშტაბურ რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
50-მდე ქართული ფილმის ჩვენება MoMA-ს პარალელურად გაიმართება ბერკლიში და მოგვიანებით ვაშინგტონში.ნაჩვენები იქნება, როგორც საუკუნოვანი ქართული უხმოკინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა,ისე ახალი ქართული წარმატებული ფილმები.
პროგრამის შედგენის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ფილმების სიას თავად მასპინძელი მხარე - MoMA-ს წარმომადგენლები ადგენენ.
პროექტის პირველ ნაწილს სიმბოლურად ეწოდა ოჯახური ამბავი, რომელიც მოიცავს 1920 წლიდან დღემდე - სამი სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტი ოჯახების შემოქმედებას (23 სექტემბერი -16 ოქტომბერი, 2014,) მეორე ნაწილს კი ქვია -ცისფერი მთები და მას შემდეგ ( 22 ნოემბერი - 21 დეკემბერი, 2014).
პროექტს შესაძლოა ეწოდოს საუკუნის პროექტი. მასზე მუშაობა მიმდინარეობდა თითქმის 25 წლის განმავლობაში. ქართული ფილმების ასეთი მასშტაბური რეტროსპექტივა პარიზში პომპიდუს ცენტრის (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) შემდეგ მსოფლიოში არ ყოფილა.
MoMA-ს მიერ შერჩეული ფილმების დიდინაწილი ამერიკის სხვადასხვა არქივში ინახება, გარკვეული ნამუშევრები საქართველოდან იგზავნებადა კინოფირების დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა არქივიში მოიძებნა, მათ შორის მოსკოვის კინოარქივში - "გოსფილმფონდი".
ნიუ იორკში ქართული ფილმების რეტროსპექტივის გახსნა ემთხვევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.
ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები: ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, კალიფორნიის უნივერსიტეტი - ბერკლი, Pacific Film Archive.
რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან: საქართველოს საელჩო აშშ-ში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.