რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის დარეგულირების სამშვიდობო გეგმის მიმდინარეობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერტიული თათბირი ჩაატარა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის დარეგულირების სამშვიდობო გეგმის მიმდინარეობა განიხილა, მათ შორის იმ პუნქტების შესრულება, რომლებიც „პუტინის გეგმაშია", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
საგანგებო თათბირს რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევიც ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები