პოლონეთი მზადაა უკრაინას იარაღი მიყიდოს თუ ამის აუცილებლობა დადგება. განცხადება ამის შესახებ რადიოსადგურ „Zet"თან საუბარში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა გააკეთა.
„ვადასტურებ, რომ პოლონურ სამხედრო მრეწველობას აქვს ინტერესი ამ მიმართულებით",_ განაცხადა სემონიაკმა.
მისივე თქმით, პოლონეთში იწარმოება „რიგი პროდუქტებისა" რომლებიც პოტენციურად შეიძლება უკრაინისათვის ინტერესის საგანს წარმოადგენდეს.
მან ასევე განაცხადა, რომ პოლონური სამხედრო დაწესებულებები მხოლოდ მოხარულნი იქნებიან თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ.
„თუმცა ამისათვის საჭიროა უკრაინის სურვილი და მზადყოფნა იყიდოს იარაღი",_ განაცხადა მინისრტრმა.