ევროკავშირსა და ნატოს აქვთ დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ რუსეთის რეგულარული არმია მონაწილეობას იღებს სამხედრო მოქმედებებში, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს თუმცა კრემლი ამას უარყოფს. განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა ნიდერლანდებიდან იოჰანეს კორნელის ვან ბაალენმა „DW" -თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს თანამგზავრიდან გადაღებული კადრები. კრემლისგან ჩვენ უკვე გვესმოდა: არ არის რუსული ჯარი ყირიმში და ახლა ისინი „არ არიან" აღმოსავლეთ უკრაინაში. თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს სიცრუეა.
ევროკავშირს აქვს დამადასტურებელი ფაქტები, ნატოს აქვს დამადასტურებელი ფაქტები, მაგრამ პუტინი მაინც უარყოფს მათ.
თუმცა, თუ უკრაინაში რუსული ჯარი არ არის, მაშინ საიდან ჩნდებიან იქ დაღუპულ რუს სამხედროთა ცხედრები? საიდან ჩადიან დაჭრილები როსტოვისა და სანქტ-პეტებურგის ჰოსპიტლებში? ეს ნონსენსია",_ განაცხადა ვაან ბაალენმა.
პოლიტიკოსის აზრით, რუსეთის ხელისუფლება პროპაგანდითაა დაკავებული რომლის მრავალს სჯერა კიდეც და პუტინიც გააგრძელებს იმის კეთებას რაც მას მოსწონს: ჯარის გაგზავნას ან მის გამოყვანას", _ აცხადებს ევროდეპუტატი.