Facebook -ი ფასიანი ხდება, ამის შესახებ სოციალური ქსელის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება National Report.
„მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან მომხმარებლებს, სერვისის სარგებლობისათვის 2,99 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ", - წერს გამოცემა.
„დიდიხანი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილებაზე, და ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტეთ, რომ შემოვიღოთ სააბონენტო გადასახადი. თუ ჩვენ რაიმეს არ განვახორციელებთ, გაზრდილი ხარჯების დასაბალანსებლად, Facebook -მა შესაძლოა უახლოეს პერიოდში არსებობა შეწყვიტოს", - ციტირებს გამოცემა მარკ ცუკერბერგს.
ანალიტიკოსი დეილ სეკრაიდერი აცხადებს, რომ ცუკერბერგის გადაწყვეტილება კარგი ახალი ამბავია Facebook -ის ყველა აქციონერისათვის.
„მიმდინარე წლის აგვისტოში Facebook -ზე დარეგისტრირებული იყო 1 მლრდ 317 მლნ მომხმარებელი. იმ შემთხვევაშიც კი თუ 2/3 მათგან გადაიხდის ქსელის გამოყენებისთვის სააბონენტოს მაშინ ყოველთვიურად მომსახურებისთვის კომპანია მიიღებს მილიონობით დოლარს", - აცხადებს ანალიტიკოსი.
აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი მედიაგამოცემები მიუთითებენ, რომ National Report-ს დაჯერება შეუძლებელია, რადგანაც ის არის ახალი ამბებისა და პოლიტიკურ-სატირული ინტერნეტგამოცემაა და მისი ყველა ინფორმაცია ფაქტობრივად ფიქციას წარმოადგენს. გამოცემის ნებისმიერი ინფორმაციის დამთხვევა რეალურ ფაქტთან მხოლოდ შემთხვევითობამ შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, გამოცემა პასუხისმგებლობას არ იღებს, მის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე.
გამოცემის რეპუტაციის მიუხედავად, გავცელებულმა ინფორმაციამ ინტერნეტმოხმარებლებში ფართო რეზონანსი გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ცუკერბერგს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ Facebook არის უფასო სოციალური ქსელი და მისი სარგებლობისთვის გადასახადი არასოდეს დაწესდება.