22 სექტემბერს, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ  NASA-ს ხომალდმა -  Maven - მარსზე უკვე მიაღწია. აპარატი 10 თვიანი "მგზავრობის" შემდეგ "წითელ პლანეტის"  ორბიტაზე უკვე შევიდა, რისთვისაც მას 700 მლნ კმ-ს გავლა მოუხდა.  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს კოსმოსურმა აპარატმა მარსის სამხრეთ პოლუსს ჩაუარა. აღნიშნული მისიით, NASA-მ უნდა გამოიკვლიოს პლანეტის თბილი და ტენიანი კლიმატი, როგორ გარდაიქმნა ცივ და მშრალ კლიმატად.