,,ნაცმოძრაობა" ,,განსხვავებულ აქცენტებში" გასულ ვიდეოჩანაწერებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლება კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენლებს გაურიგდა და ციხეებში კონტროლი მათ გადააბარა. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა დუმილი, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლება ინარჩუნებს გავრცელებული მასალის ავთენტურობაზე მიუთითებს.
,,საზოგადოებამ მოისმინა ვიდეოჩანაწერი საიდანაც ირკვევა რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ. დუმილის უფლება რომელსაც ხელისუფლება უკვე მესამე დღეა ინარჩუნებს მიუთითებს იმას, რომ ჩანაწერები ავთენტურია, სასჯელაღსრულების სამინისტრო უუნარო და სიტუაცია საგანგაშო", _განაცხადა ნადირაშვილმა
მისივე განმარტებით, ვიდეოჩანაწერი, რომელიც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ჩანს, რომ კრიმინალები მთავარ იდეოლოგად ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ.
,, სწორედ ივანიშვილი სოლოლაკის შუშის სასახლიდან ქურდული ტრადიციებით მართავს სახელმწიფოს. Mმას არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა, დაკავებულია ქურდული გარჩევებით პრეზიდენტთან და საკუთარ მინისტრებთან, საზოგადოებას კი მოუწოდებს გაგებით მოეკიდონ ქურდობას, ყაჩაღობას, ძარცვას, ძალადობას. ციხეებში ძალაუფლების კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადაცემა იწვევს ძალადობის ესკალაციას და ამის დასტურია თუნდაც ბოლო კვირაში საეჭვო ვითარებაში სამი პატიმრის გარდაცვალება", _აცხადებს ნადირაშილი.
ნადირაშვილის განცხადებით, ,,ნაცმოძრაობა" მოითხოვს დაიწყოს გამოძიება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და უშუალოდ სოზარ სუბარის როლზე.
,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს დაიწყოს გამოძიება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და უშუალოდ სოზარ სუბარის როლზე. Yყველა პირი რომელიც შეიძლება ჩართული ყოფილიყო ამ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოძიების პერიოდში შეუჩერდეს უფლებამოსილება და კიდევ ერთხელ ვითხოვთ პარლამენტში პასუხების გასაცემად გამოცხადდეს შს მინისტრი", _განაცხადა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,რუსთავი-2"-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტები" ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა. ჩანაწერებში, რომელიც ძირითადად 2013 წელსაა გაკეთებული. მონაწიელეობენ კრიმინალური ავტორიტეტები და ციხის ე.წ. მაყურებლები. ისინი აიძულებენ მსაჯავრდებულებს ციხეში არსებულ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები მიაწოდონ.