მესამე რუსული ე.წ. „ჰუმანიტარული დახმარის" ნიღბით, რომელიც კრემლმა დონეცკში შაბათს გააგზავნა, ტერორისტებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა ჩაიტანა. განცხადება ამის შესაცებ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე სამხედრო -პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა გააკეთა.
„ჰუმანიტარული დახმარების ნიღბით ჩასულია რადიოელექტრონული ბრძოლის რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები. აღნიშნული სადგურები რუსი სამხედროების არის დაკომპლექტებული და მათ მხოლოდ რუსი სამხედროები იცავენ.
ისინი მხოლოდ და მხოლოდ ღამით გადაადგილედებიან, განსაკუთრებულად ინიღბებიან. სადგურის მუშაობის პარამეტრები ადგილობრივმა ტერორისტება არ იციან. ამ ტექნიკია ნაწილი სწორედ მესამე ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას ჩამოჰყვა",_ განაცხადა მან.
ტიმჩუკის ინფორმაციით, ასვეე ე.წ. ჰუმანიტარუმა კოლონამ ჩაიტანა საბრძოლო მასალა, რომელიც ახლა ტერორსტებს საწყობებში გადააქვთ.