დონბასში რუსეთისა და ტერორისტების ჯარები რამდენიმე მიმართულებით ამზადებენ შეტევას. ამის შესახებ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი იტყობინება.
„არსებული მონაცმების მიხედვით, რუსეთისა და ტერორისტების ჯარები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ამზადებენ შეტევას. კონკრეტულად საზღვაო მიმართულებიდან და დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების მიმართულებებიდან", - აცხადებს ტიმჩუკი.
მისივე განცხადებით, ამჯამად ტერორისტული ძალების ხელმძღვანელები რუსეთის სარდლობასთან განიხილავენ თუ რომელ მიმართულებაზე გაკეთდეს არჩევანი, როგორც ძირითად მიმართულებაზე და რომელი უნდა იქნას არჩეული დამხმარე მიმართულებად.