საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გოგა პიპინაშვილის სპექტაკლს „ჰელადოსს" დაესწრო, რომელშიც რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები გააერთიანა.
წარმოდგენის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა „არტ ჰოლის" პატარა მსახიობებს გაესაუბრნენ და მათ წარმატება უსურვეს. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სტუდიის ხელმძღვანელს გოგა პიპინაშვილს მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და თეატრის მესვეურებს, რომლებიც მხარში ამოუდგნენ მის წამოწყებას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მსგავსი პროექტები დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში.