რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი, კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის მიერ ლუგანსის აეროპორტში ტაქტიკური ბურთვული იარაღის გამოყენებას.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრი ერტყობა არ არის ჯანსაღად. აქედან მომდინარეობს მისი ბოდვა „რუსეთის ჯარების მიერ ბირთვული შეტევის შესახებ" ლუგანსკის აეროპორტზე", - ასე გამოეხმაურა პუშკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მოგვიანებით მინისტრმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ ლუგანსკის აეროპორტის აღების დროს რუსეთის ტერორისტებმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენეს.
გელეტაიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ძალებმა თვითმავალი 2С4 „ტულპანით" ლუგანსკის აეროპორტზე ორი დარტყმა მიიტანეს, რის გამოც უკრანელმა სამხედროებმა ტერიტორია დატოვეს.
„დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ სრულად განადგურდა შენობა მეხუთე სართულიდან სარდაფის ჩათვლით", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ძალებმა გამოყენეს 3ВБ4 და 3ВБ11 ჭურვები, რომელთა ტროტილის ეკვივალენტი 2 კილოტონამდეა ანუ 2 ათასი კგ. ტროტილი.