ყოფილი პოლიტპატიმები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ციხეებში მართლაც ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა ეს არ არის გამოწვეული იმით, დღეს პატიმრებს აღარ აწამებენ, მიზეზი მათი ჯანმრთელობის ფსიქიკურად შერყევა.
,,სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნამდვილად არსებობს ბევრი პრობლემა. პატიმრებს, მას შემდეგ რაც რეჟიმი შეეცვალათ და იგი უფრო ლიბერალური გახდა, პრობლემებიც გაჩნდა. თუმცა ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ დღეს პატიმრებს აღარ აწამებენ ამიტომ ხდება ის რაც ხდება. ამის მიზეზი გახლავთ ის რომ პატიმრები რომლებიც თავის დროზე ექვემდებარებოდნენ, წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, ცხადია, ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც განიცდიდნენ, ყველაფერმა ამან გამოიწვია მათი ჯანმრთელობის ფსიქიკურად შერყევა. ამიტომ როგორც კი რეჟიმში შემსუბუქდა მსჯავრდებულების ფსიქიკურმა პრობლემებმა თავი იჩინა. არსებული წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს პატიმრებსა და ციხის ადმინისტრაციას შორის გამოწვეულია იმით რომ მსჯავრდებულებს არ ჩაუტარდათ ფსიქოსარიაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად ახალა როცა ტრამვირებულ პატიმრებს ხმის ამოღების შესაძლებლობა მიეცათ იმ აგრესიამ, რომელიც წლების განმავლობაში დარგოვილი ქონდათ თავი იჩინა", _აცხადებს კაკაბაძე.
,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე აკონტროლებენ, თუ არა ციხეებს კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. მაყურებლები კაკაბაძე პასუხობს:
,, ციხეებს კრიმინალური ავტორიტეტები ყოველთვის აკონტროლებდნენ, ეს პირველად არ ხდება და ავტორიტეტებს ადმინისტრაცია ყოველთვის აკონტოლებდა. უბრალოდ, დღეა ამ კრიმინალებს ადმინისტრაცია ნაკლებად მართავს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაკაბაძემ.
კაკაბაძის განმარტებით, იმისთვის, რომ ციხეებში ვითარება უფრო არ დამძიმდეს უნდა მოხდეს პატიმრების ფსიქორებილიტაცია
,,მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში უნდა შეფასებულიყო სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი და უნდა მომხდარიყო პატიმრების რეაბილიტაცია, უნდა ჩატარებოდათ ადეკვატური. პატიმრებს შერყეული ფსიქიკა აქვთ და მათ ესაჭიროებათ მკურნალობა. თქვენ თუ ნახავთ ციხეებში თვითმკვლობის ფაქტებს ასეთი შემთხვევები სულ ძველ პატიმრებზე მოდის", _განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,რუსთავი-2"-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტები" ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა. ჩანაწერებში, რომელიც ძირითადად 2013 წელსაა გაკეთებული. მონაწიელეობენ კრიმინალური ავტორიტეტები და ციხის ე.წ. მაყურებლები. ისინი აიძულებენ მსაჯავრდებულებს ციხეში არსებულ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები მიაწოდონ.